საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ბევრჯერ უფიქრია.
„ყველა ადამიანი ფიქრობს ხოლმე რაღაც ეტაპზე არაორდინალურ ნაბიჯზე. ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გადადგომაზე მიფიქრია და ეს ბუნებრივია, რადგან როდესაც ნაბიჯებს გეგმავ და ფიქრობ, მათ შორის ყოველთვის არის ესეც, როგორც ექსტრაორდინალური ნაბიჯი. მაგრამ ამ ეტაპზე იმ სქემას, რომელიც იქნა წარმოდგენილი, რომ გადადგომის მეშვეობით რაღაც პროცესის ან ინიცირება ან შეჩერება მოხერხდეს, ეს ჩემი სტილი არ იქნება.
მიმაჩნია, რომ იურიდიული ხელოვნული გაჯანჯლებებით არ შეიძლება შედგეს პოლიტიკური პროცესი. პირველ და მეორე მოსმენას შორის, სანამ კონსტიტუცია მიღებული იქნება, მანამდე რომ გადადგეს პრეზიდენტი. ეს ხელოვნურ სუნტქვაზე ჩართული საპრეზიდენტო ინსტიტუტი მგონია.
პრეზიდენტი მაღალი წოდება და ტიტულია, ეს უნდა მიიღო არა გვერდითი კარიდან და ხელოვნურად შექმნილი პროცესის შედგეგად, ამ ტიტულს სამართლიანად უნდა ატარებდე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში.