თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადასვლა სცადა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი, უგონო მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კომენტარები
