რაც შეეხება ნატოს, საქართველოს არჩევანი არის სრულიად გასაგები, როგორც მოქმედებების ადგილზე, ისე – მისიებში, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, ეს არის ძირითადი არგუმენტი, რაც აჩვენებს სწორედ ამ არჩევანის მნიშვნელობას.
“რაც შეეხება ნატოს, საქართველოს არჩევანი არის სრულიად გასაგები, როგორც მოქმედებები ადგილზე, ისე – მისიებში. ეს არის ძირითადი არგუმენტი, რაც აჩვენებს სწორედ ამ არჩევანის მნიშვნელობას. ბოლო სამიტის და შეხვედრების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მოველოდოთ მეტ დინამიკას ამ პროცესში.ჩვენ გვინდა ვნახოთ საბოლოო ჯამში, რომ საქართველო იყოს ნატოს წევრი და ეს მალე ვერ მოხდება ალბათ, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი და საჭიროა ინსტრუმენტები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გიხილოთ ჩვენს წევრებს შორის”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ლინას ლინკევიჩუსი: ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში, საქართველო იყოს ნატოს წევრი ქვეყანა
2017/06/12 13:59:38
ნანახია: 1031 ჯერ