სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები
