საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებებს კონგოში გატაცებულ ქართველ მფრინავ სოსო ოსორაულთან დაკავშირებით პასუხობს.
“მე თქვენ გიცნობთ როგორც დიპლომატს, მაგრამ ეტყობა რაც პოლიტიკური საქმიანობა დაიწყეთ, ინფორმაციას ან სწორად არ ეცნობით ან დეზინფორმაციას ავრცელებთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს არასდროს უთქვამს, რომ გარდაცვლილია, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ. ელჩმა თქვა, რომ ვიღებთ სხვადასხვა ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან და ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიგვეწოდებინა ოჯახისთვის, მათ შორის ის, რომ არ არის დადასტურებული ინფორმაცია. ოჯახმა გაიგო დახურულ ფორმატში და ოჯახი იყო პირველი, რომელსაც ეს ინფორმაცია გავუზიარეთ. რაც შეეხება სპეციალურ წარმომადგენელს, ის სამუშაო, რომელიც შეასრულა ჩვენმა ელჩმა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი. ელჩმა გააკეთა მაქსიმუმი და ვერანაირი სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმიანობას სხვაგვარად ვერ შეასრულებდა”, – განაცხადა ჯანელიძემ.