ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები გაიწმინდა. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია და დასკვნით ეტაპზეა შიდასასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. წმენდის პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია, გარდა სოფელ რიყეთის 50-მდე აბონენტისა. აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები და უახლოეს პერიოდში სრულად აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს.
კომენტარები
