ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა.
ამ დროისთვის ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძარი გამთენიას გაჩნდა.
მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
კომენტარები

