„მე ვეთანხმები პრეზიდენტის შეფასებას და ველოდები გამოძიებას, ხოლო მეორე მხრივ, ჟურნალისტის გათავისუფლებას“, – ამის შესახებ დეპუტატმა ჰეიდი ჰაუტალამ ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.
ამასთანავე, ჰეიდი ჰაუტალას მიაჩნია, რომ რეზოლუცია დღესვე უნდა მიიღონ.
„საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ადამიანის უფლებებს, ეს არის გამოწვევა საქართველოს სუვერენიტეტის წინაშე. მე ვეთანხმები ამ შეფასებას და ველოდები გამოძიებას, ხოლო მეორე მხრივ, ჟურნალისტის გათავისუფლებას. ვფიქრობ, რეზოლუცია მივიღოთ დღესვე და არ გადავდოთ“, – აღნიშნა ჰეიდი ჰაუტალამ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის სესიაზე რეზოლუციის პროექტზე „მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტს შესაძლოა, დღეს კენჭი არ უყაროს და მხოლოდ დებატები შედგეს.
ჰეიდი ჰაუტალა – რეზოლუცია მივიღოთ დღესვე და არ გადავდოთ
2017/06/15 13:49:32
ნანახია: 970 ჯერ