„ნაციონალური მოძრაობის“ დროს რამდენი ქონება, მიწა გაიყიდა… რამდენმა ადამიანმა ვერ დაიხსნა თავი ჯანმრთელობის პრობლემებისგან იმის გარეშე, რომ მას საკუთარი ქონება და მიწა გაეყიდა. მეგობრებო, ეს პრობლემა 2012 წლის შემდეგ მოიხსნა, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ წევრებს.
“ძალიან კარგად გვახსოვს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორი მიდგომა ჰქონდათ მათ ნებისმიერ ქართულთან, ნებისმიერ იმ საკითხთან, რაც ქართულ მიწა-წყალს ეხება. მარტო ის, რომ 50-ზე მეტი სოფელი დაიკარგა, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო მოქმედებით ცხინვალის რეგიონში, ეს ფაქტი კმარა, იმის დასტურად, თუ რა ემოციური კავშირი გააჩნიათ მათ ქართულ მიწა-წყალთან. ყველაზე უფრო მეტად გასაკვრი ის არის, რომ როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავს მივცეთ უფლება და შევეხოთ ილია ჭავჭავაძეს, ხელები უნდა გვქონდეს სუფთა, უნდა გვქონდეს იმის მორალური უფლება, რომ ილიას ციტირება მოვახდინოთ. თან ეს ყველაფერი ჩვენმა ოპოზიციამ წარმოაჩინა ისეთ კონტექსტში თითქოს ილია ჭავჭავაძე, ჩვენი ქვეყნის პირველი დამცველი ახდენდა ქართული მიწა-წყლის გაყიდვის პროპაგანდას.
თქვენ სწორედ ასეთ პროპაგანდას ეწეოდით მმართველობის დროს, ბავშვებს სკოლაში ასწავლიდით, რომ თურმე ილია ჭავჭავაძე მიწის გაყიდვას უწყობდა ხელს. თქვენთვის, რა თქმა უნდა, იოლია მიწის გაცვლა სხვადასხვა საგნებში… „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რამდენი ქონება, მიწა გაიყიდა… რამდენმა ადამიანმა ვერ დაიხსნა თავი ჯანმრთელობის პრობლემებისგან იმის გარეშე, რომ მას საკუთარი ქონება და მიწა გაეყიდა.
მეგობრებო, ეს პრობლემა 2012 წლის შემდეგ მოიხსნა. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე, ადამიანების განათლებაზე. სახელმწიფო წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანებს აფინანსებს, რათა მშობლებს არ მოუხდეთ საკუთარი ქონების რეალიზაცია იმისთვის, რომ ან ჯანმრთელობა დაიცვან, ან განათლება მისცენ საკუთარ შვილებს.
თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, თქვენ დაამახინჯეთ ენა, თქვენ დაარბიეთ ეკლესიები და ახლა ამბობთ, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა არის ილიასეული და ილიას გზაზე მოსიარულე? დაფიქრდით სანამ რაღაცას გადაწყვეტთ, რომ თქვათ და გამოიტანოთ სამსაჯვროზე. ვიცით, რომ ბიზნესისკენ იშვერთ, ხელს, მაგრამ ბიზნესმაც ძალიან კარგად იცის, რომ ამ კუთხით მათ არანაირი პრობლემა არ შეექმენებათ. დღეს რომ საქართველოს ნახევარი მიწა წყალი გაიყიდოს, თქვენ ამაზე არანაირი რეაქცია არ გექნებათ, რადგან თქვენი პოლიტიკური ნება სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ლიბერალობა დაამახინჯეთ, თქვენეული ლიბერტალიანობა ის რეალობა არაა, რომელსაც ილია ქადაგებდა. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაგმული თითოეული ნაბიჯი იყო ილიასეული პრინციპების საწინააღმდეგო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.