თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები, განსაკუთრებით კი ღაზის სექტორსა და ვენესუელაში არსებული ვითარება განიხილეს.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ვენესუელა არ უნდა ჩაითრიონ არასტაბილურობაში.
კომენტარები

