ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, მას ოქტომბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია და ის ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას გეგმავს.
Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში მაჩადომ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „ნარკოტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ისტორიული მოქმედებებისთვის“. მან აღნიშნა, რომ 3 იანვარი, როცა აშშ-მა ნიკოლას მადურო დააკავა, „ისტორიაში შევა, როგორც დღე, როცა სამართლიანობამ ტირანია დაამარცხა“.
აღსანიშნავია, რომ მადუროს დაკავების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მაჩადო „ქვეყანაში პატივისცემითა და მხარდაჭერით არ სარგებლობს“, რათა მართოს ვენესუელა.
კომენტარები

