აზერბაიჯანი ღაზაში სამშვიდობო ძალებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
როგორც ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, აზერბაიჯანს აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტი ჰქონდა და ღაზაში სამშვიდობო ძალების ოპერაციის შესახებ კითხვების ჩამონათვალი მიაწოდა.
„ჩვენ მოვამზადეთ 20-ზე მეტი კითხვისგან შემდგარი კითხვარი და ამერიკულ მხარეს მივაწოდეთ. სამშვიდობო ძალებში მონაწილეობა არ არის გათვალისწინებული. მე არ განვიხილავ აზერბაიჯანის გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას“, – განაცხადა ალიევმა.
კომენტარები

