აზიის განვითარების ბანკი ტრანსპორტის სფეროში პრიორიტეტს მიანიჭებს „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის“ მულტიმოდალური დერეფნების დაკავშირებადობას, რომლის წევრი საქართველოც არის, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურმა დირექტორმა, ლეია გუტიერესმა განაცხადა.
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლის თქმით, დერეფნების განვითარება საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ავიაციის, ჭკვიანი მობილობისა და წყლის ტრანსპორტის პროექტების მეშვეობით მოხდება.
ლეია გუტიერესის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეორე დერეფანს (ჩინეთი-ირკეშტამი-ოშ-ანდიჯანი-ტაშკენტი-სამარყანდ-ბუხარა-კასპიის პორტები), რომელიც დიდწილად კოორდინირებულია შუა დერეფანთან, მისი მოდერნიზაციისა და დიგიტალიზაციისთვის, სრულფასოვან ეკონომიკურ კორიდორად გარდაქმნის მიზნით.

