ინდონეზიის ჩრდილოეთ სულავესის პროვინციაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, წყალდიდობამ განსაკუთრებით კუნძული სიაუ დააზიანა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები.
ქვეყნის კატასტროფების შემცირების სააგენტოს წარმომადგენელმა, აბდულ მუჰარიმ განაცხადა, რომ წყალდიდობის გამო, სულ მცირე, 444 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მაშველები დაკარგულების სამძებრო ოპერაციებს ამ დრომდე აგრძელებენ.
ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტოს პროგნოზით, წყალდიდობა სულავესის კუნძულზე წვიმიანი სეზონის პიკში მოხდა.
ნალექიანი ამინდები მოსალოდნელია მომდევნო დღეებშიც.
კომენტარები

