ტრამპის ვენესუელაში შეჭრამ შესაძლოა რუსეთისა და ჩინეთის აგრესია გააძლიეროს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა ნიკოლას მადუროს მოკავშირე იყო, აშშ-ის თავდასხმამ შესაძლოა მათ სხვა სფეროებში ძალის გამოყენების გამართლება მისცეს, განაცხადეს ანალიტიკოსებმა, – იტყობინება The New York Times.
გამოცემის ცნობით, ვენესუელაზე თავდასხმის და მისი სახელმწიფოს მეთაურის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა “უცხოელ მოწინააღმდეგეებს მასპინძლობდა” და დაამატა, რომ “ამერიკის დომინირება დასავლეთ ნახევარსფეროში აღარასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ”.
ავტორის თქმით მისი განცხადებები, როგორც ჩანს, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებმაც მჭიდრო კავშირები დაამყარეს ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროსთან. ორი ქვეყნისთვის, რომლებიც დიდი ხანია ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეებად ითვლებიან, რუსეთისა და ჩინეთისთვის, ეს გაურკვევლობა შესაძლებლობებით არის სავსე- აცხადებენ საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები.
“თუ ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ აგრესიულები ჩვენს ეზოში”, – “რატომ არ შეუძლიათ მათ?“ – თქვა ფიონა ჰილმა, რომელიც ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში თეთრ სახლში ევროპის და რუსეთის საკითხებში უფროსი დირექტორი იყო. ახლა, რუსეთს შეიძლება უფრო მეტი იღბალი ჰქონდეს მსგავსი გეოპოლიტიკური გარიგების მცდელობისას, რადგან ტრამპის რიტორიკა “აჩვენებს, რომ ყველაფრის გაცვლა შესაძლებელია”, – თქვა მან ორშაბათს ინტერვიუში.
მანვე განაცხადა, რომ “ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ ისევ სცადონ ეს”.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ჩინეთმა და რუსეთმა დაგმეს აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე, თუმცა მათ არ გამოუთქვამთ მზადყოფნა თავიანთი მოკავშირის დაცვის შესახებ. ორშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რუსეთმა და ჩინეთმა მოითხოვეს ბატონი მადუროსა და მისი მეუღლის გათავისუფლება და შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ქმედების შეწყვეტა.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ კვირას განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია “მსოფლიო პოლიციელის” როლი ითამაშოს შეერთებული შტატების ხსენების გარეშე.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, ქვეყნის საინფორმაციო სააგენტო Tass-ს განუცხადა, რომ ტრამპი “და მისი გუნდი მტკიცედ იცავდნენ მისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს”.
გამოცემის ცნობითვე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორც მოსკოვის, ასევე პეკინის გათვლები იმის შესახებ, თუ რას მოიგებენ, ან დაკარგავენ შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით, სწრაფად იცვლება. ორივე ქვეყანა აცნობიერებს, რომ ტრამპის გაღიზიანებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მაშინ როცა მისი ქება მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა.
“როგორც რუსეთს, ასევე ჩინეთს სურთ, ტრამპის მანიპულირება პრიორიტეტად აქციონ, რათა საკუთარი უფრო მნიშვნელოვანი ინტერესების მიღწევა შეძლონ”, – განაცხადა ვაშინგტონში მდებარე კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა ტონგ ჟაომ.

