შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში „ალილოს” ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, ოჯახთან ერთად, „ალილოს“ მსვლელობის მონაწილეებს ქრისტეს შობა მიულოცა და საშობაო ნობათები გადასცა.
მსვლელობას აჭარის მთავრობის წევრებიც შეუერთდნენ და მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცეს.
შობის მახარობლების მსვლელობა, აჭარის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარები

