ხულოში შიდასასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 40-45 სმ-ია, ხოლო დაბალ ზონაში 15-20 სმ-ს აღწევს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდასასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ტექნიკა.
ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება.
გზებზე გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და ზამთრის შესაბამისი საბურავებით.
არსებულ ვითარებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან ერთად გაეცნო.
