კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრო აზერბაიჯანელი კოლეგებისგან განმარტებებს ელოდება.
“მქონდა ზეპირი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან აზერბაიჯანში, ამ საკითხს ყველა გაგებით ეკიდება და რეაქციაც ადეკვატური იყო. ამასთან დაკავშირებით საბოლოო განმარტებებს ველოდებით”, – განაცხადა მინისტრმა.
15 ივნისს, საპატრიარქომ საინგილოში მდებარე ქართულ ეკლესიებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
საქართველოს საპატრიარქომ პროტესტი გამოთქვა აზერბაიჯანში მდებარე ქართული ტაძრების მიმართ უდიერად მოპყრობის გამო და აზერბაიჯანის სულიერ ლიდერებს ფაქტებში გარკვევასა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
კომენტარები