პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი პოლიტიკურ სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგადად ამ საკითხზე ფიქრი შესაძლებელია“ – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პლებისციტის ჩატარების საკითხს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა ხდებოდეს
„ასეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ გამოკითხული საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მიღებული, ასეთი მმართველობის შემოღების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.