ბათუმში, ნათლისღების დღესასწაული ზღვაში შესვლის რიტუალით აღნიშნეს. ღამის თორმეტ საათზე სასულიერო პირებმა ზღვის წყალი აკურთხეს, რის შემდეგაც მრევლმა შთაფვლის რიტუალი შეასრულა. სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე გავიდა. პერიმეტრს, უსაფრთხოების მიზნით, მაშველები აკონტროლებდნენ.
ტრადიციას საფუძველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჩაუყარა.
კომენტარები
