ისეთი ხალხი მაინც ნუ საუბრობთ ნაცებზე, ვისაც დღემდე ნაცების ნაყიდი ნიფხავი გაცვიათ, ნაცების დროს ნაშოვნს ჭამთ, სასახლეებს იშენებთ და მანდ ცხოვრობთ, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე და ამბობს, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შვილს, ვარდენ მაჭავარიანს გულისხმობს.
წითლიძე მოუწოდებს, ვინმემ მიშა მაჭავარიანს გადასცეს, რომ „შვილს ასწავლოს საიდანაც ჭამდნენ მანდ არ აფურთხებენ“.
„ისეთი ხალხი მაინც ნუ საუბრობთ ნაცებზე, ვისაც დღემდე ნაცების ნაყიდი ნიფხავი გაცვიათ, ნაცების დროს ნაშოვნს ჭამთ, სასახლეებს იშენებთ და მანდ ცხოვრობთ.
ვადო მაჭავარიანს ვგულისხმობ.
მიშა მაჭავარიანს გადაეცით, შვილს ასწავლოს საიდანაც ჭამდნენ მანდ არ აფურთხებენ, არაკაცობაა ეგ.
ისე მიშა მაჭავარიანი მადას შევარდნაძის დროსაც არ უჩიოდა“, – წერს ანა წითლიძე.
