”ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით პრეტენზიებს ის პარტიები აცხადებენ, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და თავი აქვთ ქუდში, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევას მხარს უჭერს.
”ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით პრეტენზიებს ის პარტიები აცხადებენ, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და თავი აქვთ ქუდში, სხვა პარტიების ბედი კი საერთოდ არ ადარდებთ. როცა ეს ოპოზიციური პარტიები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ამბობენ, რომ მათ ვინმემ სატყუარა გადაუგდო, ეს ელემენტარულად არაკოლეგიალური დამოკიდებულება და სხვა პარტიების შეურაცხყოფაა. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ 3-პროცენტიანი ბარიერით არჩევნებში მონაწილეობის და გარკვეული მანდატების მოპოვების შანსი სხვა პარტიებსაც მიეცემათ. კარგად მესმის, აღნიშნული ოპოზიციური პარტიები რატომ არიან გაღიზიანებულნი. მათ არ სურთ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები მათთან კონკურენტულ რეჟიმში იყვნენ. ეს არის, რაც ამ ეტაპზე ჩანს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.