“108 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია და ჩვენ უფლებამოსილი ვართ მუშაობას შევუდგეთ”, – ეს განცხადება პარმალმენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
კობახიძის განმარტებით, 19 ივნისს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართეს, თუმცა პრეზიდენტმა პარლამენტის თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
„საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი უფლებამოსილია 48 საათის განმავლობაში თავად შეიკრიბოს. გუშინ, ბიუროს სხომაზე გადაწყდა, რომ დღეს, 13:00 საათიდან პლენარული სხდომა შეიკრიბებოდა. ჩვენ შესაბამისად უფლებამოსილი ვართ მუშაობას შევუდგეთ”, – აღნიშნა კობახიძემ.
კომენტარები