სხვის ტანზე რომ სხვა თავი დაადგა, ასეთია ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია მკაფიოდ ამბობს, რომ გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე.
”გაუგებარი მმართველობის მოდელი გვაქვს ამ კონსტიტუციით. სხვის ტანზე რომ სხვა თავი დაადგა, ასეთია ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია. ვერ გაიგებ საპრეზიდენტოა, საპარლამენტოა, შერეულია… სულ აირ-დაირია ხელისუფლების სამივე შტოს უფლებამოსილება. დღევანდელი კონსტიტუცია აგებულია სუპერსაპრემიერო მოდელზე. საერთოდ გაუგებარი მოდელია. რომ არა პოლიტიკური კონსენსუსი უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის, ჩვენ რამდენსაც გინდათ, იმდენ პოლიტიკურ კრიზისს მივიღებდით. ახალი მოდელი მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის საპარლამენტო მოდელი და გამორიცხავს კრიზისის რისკებს”, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელია – სხვის ტანზე რომ სხვა თავი დაადგა, ასეთია ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია
2017/06/21 20:05:44
ნანახია: 1077 ჯერ