”კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი არის უბრალოდ დიდი უკულტურობა და არასერიოზულობა.
ვისაც უნდა გააგრძელოს ეს ქილიკი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საქილიკო თემაა. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე როგორი განსხვავებული და პოლარიზებულიც არ უნდა იყოს აზრები, მსჯელობად, განსჯად, დებატებად, განხილვად, დისკუსიებად ღირს და რაც მთავარია, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
ასეთი ტიპის ცვლილება, რომელიც ცვლის პოლიტიკურ სისტემას და მთლიან მოდელს, დიახ, ხალხმა უნდა გადაწყვტიოს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა
კომენტარები