სოზარ სუბარმა, ჟურნალისტების კითხვაზე, ექნება თუ არა ლეგიტიმაცია ერთი პარტიის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, უპასუხა:
„დღეს, დარბაზში არის არა ერთი, არამედ რამდენიმე პარტია, რომელიც ერთი სიით გავიდა. ოპოზიციამ, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც უნდოდათ, ის მიიღეს, მათ მართლა არავის არაფერი ჰკითხეს, არც საჯარო განხილვები ყოფილა… დღეს როდესაც დარბაზში მიდის მსჯელობა, იქ არ არის მხოლოდ “ქართული ოცნება”, იქ არის რამდენიმე პარტია, რომელიც “ქართული ოცნების” მოკავშირე პარტიები არიან. კარგია თუ ყველა ვთანხმდებით ერთ რაღაცაზე, მაგრამ ყველანი ერთ რაღაცაზე რატომღაც ვერასდროს ვერ ვთანხმდებით და ეს კარგიც არის, რადგან ასეთი რამე არ არსებობს მსოფლიოში. ასეთი იყო ერთი საბჭოთა კავშირი, ჩრდილოეთ კორეა, სადაც ყველა ერთ აზრზეა და ასეთი იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს ქართული ისტემბლიშმენტის უმრავლესობა “, – განაცხადა სუბარმა.