“მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პარლამენტის დაინტერესება მაღალია. ვთვლით მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს , რომ მომავალში მაუწყებელმა იმუშაოს სრული ეფექტურობით. იყოს ლიდერი და მოსახლეობას პირველმა მიაწოდოს მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების განხილვა საზოგადოებასთან ერთად მოხდება.
“საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკანომდებლო ცვლილების განხილვა უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს მოხდება საზოგადოებასთნ ერთად, მაღალი ჩართულობით. ჩენ ვუზრუნველვყობთ, რომ ცვლილებაზე რომელიც უნდა განხორციელდეს მასზე იყოს ძალიან სკულპუოზური განხილვა. საზოგადოებამ, რომლის გადასახადებით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი , კარგად უნდა იცოდეს, თუ რა რეგულაციები იქნება მასთან დაკავშირებით.