26 იანვარს, ს.გ.-მ და ი.გ-მ. მიუსაფარი ძაღლი დასერეს, დაანაკუწეს, აჩეხეს, დაანაწევრეს, შინაგანი ორგანოები გადმოაყრევინეს, სისხლის გუბეები დააყენეს. ძაღლის განწირულ ხმაზე მის გადარჩენაზე არავის რეაგირება არ მოუხდენია. არც პოლიციას შეატყობინეს. დანაშაულის კვალის დამალვის მიზნით ძაღლი იქვე ახლოს დამარხეს. წყაროს ინფორმაციით, ეს ბავშვები ნიღბებით, ხელკეტებით და ცივი საგნებით შეიარაღებულნი ქუჩებში დადიან და ძაღლებს დევნიან, – ამის შესახებ “სოლიდარობის სახლი” ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
️ფოთში მომხდარი, არასრულწლოვანთა ჯგუფის მიერ ჩადენილ გაუგონარ, უსასტიკესად მოკლული მიუსაფარი უწყინარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ფოთის პოლიციამ საქმის მოკვლევა შეტყობინებისთანავე დაიწყო. პირად საუბრებში აღიარებით დანაშაული დადასტურებულია. მათი მხრიდან დანაშაულის გამართლების საბაბი არის ის, რომ თითქოს ძაღლმა უკბინა და ამიტომაც შურისძიების მიზნით მოკლეს.
მობილური ტელეფონის საშუალებით ფოტო-ვიდეო გადაღებული აქვთ. 26 იანვარს, ს.გ.-მ და ი.გ-მ. მიუსაფარი ძაღლი დასერეს, დაანაკუწეს, აჩეხეს, დაანაწევრეს, შინაგანი ორგანოები გადმოაყრევინეს, სისხლის გუბეები დააყენეს. ძაღლის განწირულ ხმაზე მის გადარჩენაზე არავის რეაგირება არ მოუხდენია. არც პოლიციას შეატყობინეს. დანაშაულის კვალის დამალვის მიზნით ძაღლი იქვე ახლოს დამარხეს. წყაროს ინფორმაციით, ეს ბავშვები ნიღბებით, ხელკეტებით და ცივი საგნებით შეიარაღებულნი ქუჩებში დადიან და ძაღლებს დევნიან.
ერთი ძაღლი პნევმატური იარაღიდან გასროლით მოკლეს, ერთი ძაღლი დაუსკოჩავთ და მოუკლავთ. თუ ვინმე გაბედავს და შეეწინააღმდეგება, ემუქრებიან მათ ცხოველებსაც სიცოცხლის მოსპობით. წყარო გვატყობინებს , რომ სკოლაში თითქმის არ დადიან, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ერთ-ერთმა მათგანმა, თანატოლი იმდენად ცემა, რომ სამედიცინო ჩარევა და ქირურგიული რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. მშობლებმა იციან დანაშაულთა შესახებ, მაგრამ ცდილობენ პასუხისმგებლობას აარიდონ. ამ უკანასკნელი დანაშაულის შემდეგ ს.გ. თბილისში გადაიყვანეს და გაარიდეს დანაშაულის ადგილს. ფოთში, ლტოლვილთა დასახლებაში, აფხაზეთის ქ. 7. ცხოვრობს ასობით ადამიანი, რომლებმაც ეს უსასტიკესი დანაშაული დაფარეს. დასკვნა, რომ მათი ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ ვერც კი საზღვრავენ მანიაკალური თვისებების მქონე არასრულწლოვნები ზრდასრულ პერიოდში რა დანაშაულებებს ჩაიდენენ.
არავინ შეაჩერა ეს სადიზმი, არც ბავშვების და არც მსხვერპლთა გადარჩენაზე არავინ იფიქრა. სულიერების დეგრადირება და კატასტროფაა. რა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა მოკითხო მათ? ხალხნო! ჩვენს გვერდით სიძულვილით აღსავსე მკვლელები იზრდებიან❗️წარმოიდგინეთ, ძაღლს რომ ბავშვი დაეგლიჯა და მოეკლა, რა აჯანყება მოყვებოდა. ან ადგილზე გააფრთხობინედნენ სულს, ან ცოფს დააბრალებდნენ და ჰუმანურად მოკლავდნენ დაძინებით. აი, ეს არის მოძალადეთა და პოტენციურ მკვლელთა სამართალი და ვერდიქტიც.
