უკრაინული ტელეკომპანია “112 უკრაინა”-ს ინფორმაციით, ბრიუსელში ევროპარლამენტის სხდომაზე მიწვეულმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, სხდომის შემდგომ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა განცხადება.
„მე აბსოლუტურად არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში, რადგან ის მოწვეული იყო ჩემს დასახმარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგებს ხედავთ – მას არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი
კომენტარები