გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პრედიზენტის არჩევის წესზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, 2018 წელს პრეზიდენტს ისევ ხალხი აირჩევს, რარა “ვინმეს ეჭვი არ გაუჩნდეს”.
“იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება, ანუ პირდაპირი წესიდან არაპირდაპირზე გადასვლა იყო რაიმე კუთხით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით იქნება არჩეული”,- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
კომენტარები