ქვემო ქართლში მომხდარ სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
40 წლამდე კაცმა, 25 წლის ცოლს სასიკვდილო ჭრილობები გარდაბნის ცენტრში, ცივი იარაღით მიაყენა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ყოფით საკითხზე, ავეჯის მაღაზიაში დაიწყო.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას. დამატებითი დეტალები უცნობია.
კომენტარები
