შუახევის მუნიციპალიტეტში 180 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური “შუახევიჰესი” გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 415 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “შუახევიჰესის” გახნის ცერემონიალზე განაცხადა.
“დღეს ჩვენი დარგისთვის, სექტორისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, შეიძლება ითქვას, რომ საქათველოს დმაოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენ ვხსნით ყველაზე მძლავრ ჰიდროელექტროსადგურს “შუახევი ჰესი”, რომელიც არის 180 მეგავატი სიმძლავრის, და ამ პროექტის განხორციელებაში დაიხარჯა დაახლოებით 415 მილიონი დოლარი. ჩვენი ქვეყნაა დგას დიდი მოვლენების, დიდი პროცესების და რაც მთავარია პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის გზაზე, ჩვენი როლი რეგიონში იზრდება, ჩვენი წვლილი საერთო ევროპულ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი ერთობლივად გვაძლევს სტიმულს და მიმართულებას, გვიქმნის ყველანაირ პირობას იმისთვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისაკენ.
საამაყოა ნამდვილად ის ფაქტი, რომ ჩვენ სასქართველოში ვქმნით პროდუქციას, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ გვაქვს შესაძლებლობა ეს პროდუქტი გავიტანოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და არა მხოლოდ, ასევე ევროპულ ქვეყნებში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩმეთვის პირველივე დღიდან იყო პატივი და დიდი პასუხისმგებლობა ამ დარგის ხელმძღვანელობა, თითოეული პატარა თუ დიდი გამარჯვება, წინ გადადგმული ნაბიჯი, ახალი ობიექტი, მუდმივი განახლების პროცესი ენერგეტიკაში. ეს ყველაფერი ქმნის მუდმივ შეგრძნებას, რომ დარგი ვითარდება ქვეყანა ვითარდება, რადგან ქვეყნის ენერგეტიკული წინსვლა , განვითარება პირდაპირ კავშირშია ახალ სამუშაო ადგილების შექმნასთან და პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან”, – აღნიშნა კახა კალაძემ.