პრემიერის განცხადებით, რომელიც შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, მნიშვნელოვანია, რომ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება:
„ამ პროექტმა უკვე მოუტანა სარგებელი ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური პროექტების, დასაქმების და კომპენსაციის კუთხით. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადების სახით. ყოველივე ეს აჭარის ეკონომიკური განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუახევის ჰიდროელექტროსადგური მუდმივად დაასაქმებს 300 კაცს, რაც მოტივაციას შეუქმნის მათ, რომ არ მიატოვონ მშობლიური კუთხე და ხელი შეუწყონ მთიანი აჭარის განვითარებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.