„ნიკა მელია სამსახურის გარეშე რჩება, რადგან მას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს.
ამასთანავე, ანრი ოხანაშვილი ზაალ უდუმაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენაზეც საუბრობს.
„ასე პირდაპირ, ტელევიზიიდან პოლიტიკურ კამპანიაში გარდაქმნა საინტერესოა. კონკურენტად ჩვენ უდუმაშვილს არ აღვიქვამთ. ყველამ კარგად იცის, რომ “რუსთავი 2”-ის ძალიან ბევრი ჟურნალისტი პოლიტიკურ ცხოვრებაში იჭრებოდა, როგორც მხარე და არა როგორც ჟურნალისტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, ნიკა მელიამ დღეს პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იქნება. დღესვე, ოფიციალურად დასახელდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატი. ამ პოსტისთვის ზაალ უდუმაშვილი იბრძოლებს.
“ნიკა მელიას პარლამენტში მოხვედრის შანსი არ აქვს”
2017/06/26 14:53:41
ნანახია: 1225 ჯერ