გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი საქართველოს მთავრობის მიერ სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე და ახალი ტენდერის გამოცხადებაზე კომენტარს აკეთებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, გურჯაანის მერი ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ადგილზე გავეცანით რა მდგომარეობაა ამ პროექტთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რომ ეს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიას, რომელიც ამ პროექტის სამუშაოებს ასრულებდა ხელშეკრულება შეუწყდებათ, ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება“, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.
