ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა! ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაცია ასევე განთავსებულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის თანახმად, პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ეწვევა.
კომენტარები