კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს დატოვებს მას შემდეგ, რაც არჩევნებზე რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას გაუვლის, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
” ჩვენ ერთიანად დავუჭირეთ მხარი კალაძის კანდიდატურას. კალაძე ამ არჩევნებზე გამოდის გუნდის სრული და ერთიანი მხარდაჭერით. რაც შეეხება მინისტრის პოსტს, მინისტრის პოსტს დატოვებს მას შემდეგ, რაც არჩევნებზე რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას გაივლის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები