ერაყზე იერიშები გრძელდება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. თავდასხმები ხორციელდებოდა ერაყის „მწვანე ზონაზე“.
სამიზნე ასევე გახდა აშშ-ის საელჩო, რომელიც „მწვანე ზონაში“ მდებარეობს.
„ბიბისი“ წერს, რომ საელჩოზე ოთხი რაკეტითა და სამი უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა თავდასხმა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ორი დრონის ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა მესამე დრონი საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქდა.
რა შედეგი მოჰყვა ამ თავდასხმებს, ამ ეტაპზე უცნობია.
ერაყში განაცხადეს, რომ ეს ყველაზე ინტენსიური თავდასხმა იყო იერიშების დაწყებიდან.
შეგახსენებთ, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადის მწვანე ზონაში აშშ-ის საელჩოს გარდა განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიებიც, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები. ასევე, ამ ზონაში ცხოვრობენ მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები.
კომენტარები
