ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) მიერ წუხელ ირანზე მიტანილი იერიშის სამიზნეს ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი წარმოადგენდა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, თავდასხმის შედეგად ლარიჯანი დაიღუპა, თუ დაჭრილია.
მედიის ინფორმაციით, ლარიჯანის გარდა წუხელ „ცაჰალის“ სამიზნეს „პალესტინური ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი აკრამ ალ-აჯური წარმოადგენდა.
ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალური შტაბის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის ეიალ ზამირის განცხადებით, ღამით „სამიზნეების ლიკვიდაციის მხრივ, მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა, რამაც, შესაძლოა, „ცაჰალის“ ამოცანებსა და კამპანიის შედეგებზე გავლენა იქონიოს“.
კომენტარები
