ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა.
„ისრაელის თავდაცვის არმია აცხადებს, რომ გუშინ, 2026 წლის 17 მარტს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ცაჰალის“ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით და უნიკალური ოპერატიული შესაძლებლობების გამოყენებით, მიიტანეს ზუსტი დარტყმა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულ იქნა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი, რომელიც ფაქტობრივად ირანული ტერორისტული რეჟიმის ლიდერი იყო. დარტყმა განხორციელდა მაშინ, როცა ის თეირანთან ახლოს იმყოფებოდა“, – აღნიშნულია „ცაჰალის“ განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, წლების განმავლობაში ლარიჯანი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და გავლენიან მოღვაწედ ირანული რეჟიმის რიგებში და უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის უახლოეს თანამებრძოლად.
ცნობები ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
