ქუვეითში, მინა ალ-აჰმადის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ „სიენენი“ ქუვეითის ნავთობის კორპორაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე ქუვეითის შეიარაღებულმა ძალებში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა „მტრული რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“ რეაგირებას ახდენდა.
ცნობისთვის, მინა ალ-აჰმადის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა დედაქალაქიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.
კომენტარები
