ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიით „მთელ მსოფლიოს იცავენ“.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის დარტყმებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ირანის სამხედრო შესაძლებლობები და თეირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება.
„ჩვენ ვიმარჯვებთ, ირანი კი ნადგურდება“, – განაცხადა მან.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ კამპანიის მიზანია ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტებისგან მომავალი საფრთხეების აღმოფხვრა, ასევე „პირობების შექმნა იმისათვის, რომ ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი თავად განკარგოს“.
კომენტარები
