აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით გადაისროლოს სამხედროები ახლო აღმოსავლეთში. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
როგორც ტელეარხი იუწყება, აშშ-ის საზღვაო ქვეითების მე-11 საექსპედიციო დანაყოფი, რომლის შემადგენლობაში სულ ცოტა 2 200 სამხედრო მოსამსახურე შედის, სან-დიეგოდან ახლო აღმოსავლეთში ვადაზე ადრე დაიძვრება.
პირადი შემადგენლობა USS Boxer-ის ტიპის სადესანტო გემზე იქნება. სავარაუდოდ, გემს კიდევ ერთი ან ორი სხვა გემი მიაცილებს.
საჯარისო შენაერთის დაჩქარებული წესით გადასროლის ოფიციალური მიზეზები არ სახელდება, წერს NBC News-ი.
კომენტარები
