გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა მისი მინსიტრობის დროს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, მთავრობის ბოლო სხდომაა.
„დღეს კახისთვის არის ამ ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომა. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო. კახის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, უხეში დათვლით, დაახლოებით, ეს არის მილიარდ 200 ათასი დოლარის უცხორი ინვესტიცია, 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური აშენდა, ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე, და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც ჩვენი დედაქალაქის მერობა ჰქვია. კახი პირველ რიგში მოიგებს რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არ გვეპარება, რადგან ვფიქრობთ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახის კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს, და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს, და რა თქმა უნდა ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მინდა კახის მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად”, – განაცხადა პრემიერმა.
კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ორი ვადითიმყოფებოდა. პირველად ის 2012 წლის 25 ოქტომბერს გახდა ენერგეტიკის მინისტრი, როდესაც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მოვიდა. მეორედ, ენერგეტიკის მინისტრად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წარდგენის შემდეგ, კალაძე 2016 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.