ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მერვედ იმართება.
არჩევნებში წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, 35%-იანი მხარდაჭერით, „პროგრესული ბულგარეთის“ ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს, რომელიც ევროსკეპტიკურადაა განწყობილი და ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
მან პრეზიდენტის თანამდებობა იანვარში დატოვა და არჩევნებში ჩაერთო რომელიც რიგგარეშედ იმართება, მას შემდეგ, რაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, წინა ხელისუფლება დეკემბერში გადადგა.
არჩევნებში მანდატების მოსაპოვებლად კიდევ ცხრა პარტია იბრძვის.
კომენტარები
