სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულმა დაპირისპიორებამ ფართომასშტაბიანი ხასიათი ივლის-აგვისტოში მიიღოს.
“ალბათ ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში უფრო ინტენსიურ და საშიშ ხასიათს შეიძენს ეს დაპირისპირებ. არ არაის გამორიცხული, მან ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღოს”, – განაცხადა “პირველთან” საუბარში მაისაიამ.
ექსპერტის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში, რუსეთს სამხედრო-კომერციული ინტერესები გააჩნია.
“რუსეთს სამხედრო-კორპოტაიული ინტერესები ამოძრავებს. მას იარაღის გასაღების გაზრდა უნდა”, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება. რამდენიმე საათის წინ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით, აზერბაიჯანმა მასზე ზუსტი დარტყმები განახორციელა.
4 ივლისს, ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიბომბა, რის სედეგად ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა. ერთი ქალი კი მძიმედ დაიჭრა. აზერბაიჯანული და სომხური მხარეები, ტავდასხმებს ერთმანეთს აბრალებენ.
მთიან ყარაბაღში სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო.
http://pia.ge