საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ბესიკ გოფოძემ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებთან და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს განახლებული მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
მემორიალი სრულად განახლდა, შეიცვალა კომპოზიცია, განთავსდა ახალი ქანდაკება (მოქანდაკე გიორგი კიკვაძე), ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, გამწვანებითა და განათებით.
კომენტარები
