საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ სამტრედიის N10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირადად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ეზოს მიმდებარე ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ განახლებული შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა და ის სრულად საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება.
