ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.
„ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის. დამწვარია საფეხმავლო ხიდის ხის საფარის 4 კვადრატული მეტრი, დაზიანებულია მოაჯირის ნაწილი“, – ნათქვამია მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით კოდუასვე განცხადებით, ხიდის დაზიანებული ნაწილის აღდგენა დილითვე დაიწყება.
ხანძარის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
კომენტარები
