ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის სადენებს ამონტაჟებდა, როდესაც დენმა დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწევია.
კომენტარები
